Formation: 4-3-3
მეკარე
ანდრეს პალოპი, “სევილია”. მიუხედავად იმისა, რომ “სევილიას” უკანა ხაზი წელს კარგად გამოიყურებოდა მათ მაინც დიდი მადლობა უნდა გადაუხადონ თავიანთ გოლკიპერს, რადგან რომ არ ყოფილიყო ვეტერანი პალობი ანდალუსიელების კარში კიდევ ბევრ გოლს ვიხილავდით.
დაცვა.
დანი ალვესი, “ბარსელონა”. ბრაზილიელის პირველი სეზონი “ბარსელონაში” ყოფნისა საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ჩვენ ვხედავდით მის სწრაფ შეტევებს, მიუხედავად ამისა მას არც უკან ჩამოსვლა და დაცვის გაძლიერება უჭირდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია მსოფლიოში.
კარლეს პუიოლი, “ბარსელონა”. წელს ამ ფეხბურთელს დაცვის ბევრ ადგილას ვხედავდით და რა თქმა უდა ყველგან უმაღლეს დონეზე თამაშობდა. იგი მწვრთნელის მიერ ყველა დავალებულ საქმეს ზედმიწევნით სწორად ასრულებდა, თუმცა ძირითადი ნაწილი სეზონის მაინც დაცვის ცენტრში გაატარა.
რაულ ალბიოლი, “ვალენსია”. პუიოლის პარტნიორი ესპანეთის ნაკრებში მართალია ცოტა ასაკშია, მაგრამ მთელი სეზონი კარგად ჩაატარა. იგი ერთ-ერთი ძირითადი ნდობით აღჭურვილი ფეხბურთელი იყო გუნდისა და მისთვის დიდი სარგებელი მოქონდა.
ფილიპე, “დეპორტივო”. გულღია ბრაზილიელი მარცხენა მცველი “დეპორტივოში” 60 კარგი მატჩის ჩატარების შემდეგ ბრაზილიის ნაკრებშიც გაიწვიეს. მან ეს სეზონი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა.
ნახევარ-დაცვა.
აჩილ ემანა, “ბეტისი”. მისი ჩამოსვლა ანდალუსიაში დიდი ოვაციებით აღნიშნეს, მაგრამ თავიდან კამერუნელს საქმე კარგად ვერ მისდიოდა, თუმცა მერე სიტუაცია გამოასწორა და კარგადაც უტევდა და კარგადაც იცავდა საკუთარ კარს. მოწინააღმდეგის შეტევებს კარგად შლიდა. საბოლოო ჯამში სეზონი მარალ დონეზე ჩაატარა.
ჩავი ერნანდესი, “ბარსელონა”. ევრო 2008-ის საუკეთესო ესპანელმა ფეხბურთელი მთელი სეზონი ისეთ პასებს აკეთებდა, ყველას სიამოვნებდა მისი თამაშის ყურება. იგი იყო ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, “ბარსელონას”, შეტევების სულის ჩამდგმელი.
ანდრეს ინიესტა, “ბარსელონა”. თანაგუნდელ ჩავისთან ერთად ქმნიდა საუცხოო დუეტს. ეს ორი ფეხბურთელი ბურთის ფლობის მაღალი ოსტატობით გამოირჩეოდნენ. ანდრესი უფრო შეტევებისკენ მიისწრაფოდა, რაც კარგად გამოსდიოდა და ხშირად თავდამსხმელადაც გვევლინებოდა. მართალია მან ტრავმის გამო რამდენიმე თვე დაისვენა, მაგრამ სეზონი უმაღლეს დონეზე ჩატარებულად უნდა ჩაეთვალოს.
შეტევა.
გონსალო იგუაინი, “რეალი”. ლასანა დიარასთან ერთად იგი ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო სამეფო კლუბისა. გამოირჩეოდა მომენტების კარგად გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ის მხოლოდ 21 წლისაა სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა.
დიეგო ფორლანი, “ატლეტიკო”. სამხრეთ-ამერიკელი თავდამსხმელი ასევე სამხრეთ-ამერიკელ აგეროსთან ერთად ბრწყინვალე დუეტს ქმნიდა. იგი არის პიჩიჩისთვის მებრძოლთა ლიდერებში ეტო’ოს შემდეგ მეორე ადგილზე. ეს ფეხბურთელიც გამოირჩეოდა მომენტების მაქსიმალური გამოყენებით.
ლიონელ მესი, “ბარსელონა”. ამ ადამიანს ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ამ ფეხბურთელმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ბევრ გოლს იტანდა და ბევრსაც სხვას ატანინებდა. მთელი სეზონი მას მოწინააღმდეგე გუნდიდან მინიმუმ 2 ადამიანი მეურვეობდა, თუმცა არც ეს იყო მისთვის რამე პრობლემა. ლეო ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია წლის საუკეთესო ფეხბურთელობაზე.
პალოპი
ალვეში-პუიოლი-ალბიოლი-ფილიპე
ემანა-ჩავი-ინიესტა
იგუაინი-ფორლანი-მესი
წყარო www.goal.com