ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ლუის მილამ დღეს დაასახელა ის 22 ფეხბურთელი, რომლებიც შეკრებას გაივლიან მადრიდში 4იდან 14 ივლისამდე და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზეც გამოვლენ.
ლუის მილას გაწვრთნილ ნაკრებში სულ “ბარსელონას” 7 ფეხბურთელია გამოძახებული. ესენი არიან: მეკარე ალექს სანჩესი(19), მცველი კარლეს პლანასი(19) და ფორვარდი რუბენ როჩინა(19), რომლებიც “ჟუვენილ ა”–ში გამოდიან. ხოლო დანარჩენი 4 “ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელია: მცველები მარტინ მონტოია(19) და მარკ ბარტრა(19), საყრდენი ნახევარმცველი ორიოლ რომეუ(19) და შემტევი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა(19)
ესპანეთის ნაკრებს მოუწევს ურთულესი მატჩების გამართვა, რათა გავიდეს “სიკვდილის ჯგუფიდან”. მათ გარდა ჯგუფში ხორვატიის, პორტუგალიისა და იტალიის ნაკრებები არიან.
ნაკრების სრული სია კი ასე გამოიყურება:
“ატლეტიკ ბილბაო”: აიტორ ფერნანდესი, დიეგო როიო და იკერ მუნიანი.
“მადრიდის ატლეტიკო”: ხორხე პულიდო, სერხიო კეკო და “ხორხე კოკე”
“მადრიდის რეალი”: როდრიგო მორენო, ალექს ფერნანდესი, სერხიო კანალესი
“ბეტისი”: ეზეკიელ კალვენტე
“სელტა”: ჰუგო მალო
“ჰერკულესი”: “კიკო” ფემენია
“ლივერპული”: დანიელ პაჩეკო
“ბარსელონა”: ალექს სანჩესი, კარლეს პლანასი, რუბენ როჩინა, მარტინ მონტოია, მარკ ბარტრა, ორიოლ რომეუ, ტიაგო ალკანტარა.
წყარო: www.totalbarca.com