მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რედნაპი: “ბეილი რონალდუს და მესის დონისაა”

რედნაპი: “ბეილი რონალდუს და მესის დონისაა”

“ტოტენჰემის” ყოფილმა მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა უელსელი გარეთ ბეილის თამაშზე ისაუბრა და აღტაცება გამოხატა. იტყობინება ბრიტანული წყარო. 

 

“ბეილი – გასაოცარი და ტალანტური ფეხბურთელია, ის დღეს უკვე შედის მსოფლიოს დიდებული ფეხბურთელების სიაში, ის უფრო და უფრო უკეთესი ხდება. 

 

მე დღესდღეობით ვერ ვხედავ გუნდს სადაც ის ვერ შეძლებს ითამაშოს. მას შეუძლია ნებისმიერი კლუბი გააძლიეროს, რადგან ფლობს არაჩვეულებრივ სიჩქარეს, დრიბლინგს და შეუძლია კარგად დაარტყას ორივე ფეხით. 

 

ბეილის თამაში უნაკლოა. მე ვნახე რონალდუსა და მესის თამაში და შემიძლია ვთქვა, რომ გარეთი მათი დონისაა” – ციტირებს რედნაპის სიტყვებს BBC.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში