კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ალექს სონგმა განაცხადა, რომ გუნდში მოსვლის შემდეგ ადაპტაციის გავლა არ გასჭირვებია და ადვილად გაიარა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი “ბარსელონაში” სწორედ ამ ზაფხულს ჩაირიცხა იგი “არსენალიდან” 19 მილიონ ევროდ გადმობარგდა და კატალონიაში 5 წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.
“ბარსელონაში” ადაპტაციის გავლა ძალიან ადვილი აღმოჩნდა, ახლა მე გავხდი ის ვინც ვიყავი “არსენალში”.
სონგმა ასევე განაცხდა, რომ პირველად როცა გუნდში მოვიდა მას სესკ ფაბრეგასიც დაეხმარა.
“პირველ დღეებში მე მუდამ სესკთან ერთად ვიყავი და მასთან ვრჩებოდი ღამით, ის კარგი მეგობარია, რომელიც დამეხმარა არამხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც” – განაცხადა სონგმა
