“ბარსელონა” ახლოს არის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინავი ფეხბურთელთან სიტყვიერი გარიგების მიღწევასთან. გერმანელი მესუთ იოზილი, რომელიც 21 წლისაა, ბუნდეს-ნაკრების მამოძრავებელ ძალად იქცა.
თურქული წარმოშობის, გელზენკირხენში დაბადებული იოზილი სამხრეთ აფრიკის აღმოჩენა გახდა და უკვე მიიქცია პრემიერ ლიგის გიგანტების ყურადღბა. მასზე უკვე ნადირობენ “მანჩესტერი” და “ჩელსი”.
იოზილი მოხიბლულია პეპ გვარდიოლათი და საერთოდ მთელი “ბარსელონას” კლუბით. მან უკვე მოასწრო და დაამწუხრა ორი ესპანური გრანდი – “ვალენსია” და “ატლეტიკი”. მიუხედვად ამისა, გერმანელის ტრანსფერი ჯერჯერობით პრიორიტეტული არ არის. კატალონიური კლუბი მესუთის გადმობირებას მინიმუმ ერთი სეზონის შემდეგ გეგმავს.
ამ ტრანსფერში გადამწყვეტ როლს ალექსანდერ გლები შეასრულებს. გვარდიოლას გეგმებში ბელორუსი ვერ ჯდება, თანაც მას გერმანიაში საკმარისი ავტორიტეტი აქვს. ტომას შააფმა უკვე აუნთო მწვანე ალექსანდერის “ვერდერში” გადასვლას. ეს ტრანსფერი მომგებიანი იქნება ორივე კლუბისთვის, განსაკუთრებით კი გერმანელებისათვის, რომლებიც დიდ თანხასთან ერთად, ბელორუს ფეხბურთელსაც მიიღებენ.
წყარო: www.sport.es