მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი: ”აბიდალის თავდადება ფეხბურთისადმი პატივიცსემას იმსახურებს”

ფაბრეგასი: ”აბიდალის თავდადება ფეხბურთისადმი პატივიცსემას იმსახურებს”

 

”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა მიმდინარე სეზონში გუნდის სტარტზე, მის მიმართ გაკეთებულ კრიტიკაზე და ერიკ აბიდალის ვარჯიშის განახლებაზე გააკეთა კომენტარი.

 

”თუკი სეზონის წინ ვინმე შემოგვთავაზებდა, რომ ამ დროისთვის ”რეალზე” 8 ქულით წინ ვიქნებოდით ამას აუცილებლად დავთანხმდებოდით. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და ჩვენ ასეთი განწყობით თამაში უნდა გავაგრძელოთ.

 

კრიტიკა ჩემს მიმართ? როგორც წესი, როცა კარგად ვერ თამაშობ, მაშინ ყველა ამბობს, რომ ცუდი მოთამაშე ხარ. როდესაც კარგად თამაშობ, მაშინ სუპერვარსკვლავი ხარ. საჭიროა ნებისმიერ დროს სიმშვიდე შეინარჩუნო, იმუშავო დავთაუზოგავად და შედეგი აუცილებლად მოვა.

 

ერიკმა ვარჯიში განაახლა, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია მას შემდეგ, რაც მას თავს გადახდა! მეც მქონდა პერიოდი, როცა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვთამაშობდი, მაშინ დაცდა მომიწია, თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევაა. აბიდალის ფეხბურთისადმი თავდადება პატივისცემას იმსახურებს” – განაცხადა ფაბრეგასმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში