”ბარსელონამ” უეფაში სერხიო ბუსკეტსის დისკვალიფიკაციაზე შეიტანა აპელაცია. ესპანელი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში გააძევეს.
შეგახსენებთ, რომ უეფას დისციპლინარულმა კომიტეტმა განიხილა სერხიო ბუსკეტსის და მაქსი პერეირას ეპიზოდი, სადაც აშკარად ჩანს, თუ როგორ უტყამს ესპანელი ”ბენფიკას” კაპიტანს. შედეგად სერხიო ბუსკეტსს 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
ამ გადაყწვტილების თანახმად ბუსკეტსმა ჩემპიონთა ლიგის შემდეგი ორი მატჩი უნდა გამოტოვოს, სადაც ”ბარსელონა” ორივე შეხვედრაში ”სელტიკს” ეთამაშება. 23 ოქტომბერს შეხვედრა ”ნოუ კამპზე” გაიმართება, ხოლო 7 ნოემბერს გლაზგოში.
