მოგეხსენებათ, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-7 ტურში “ბლაუგრანა” საკუთარ მოედანზე “მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. ამრიგად, სამეფო კლუბის ყოფილმა ნახევარმცველმა – გუტი ერნანდესმა “კლასიკოს” შესახებ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
“მესი და რონალდო შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით არგენტინელი მსოფლიოში საუკეთესოა. ხოლო, რაც შეეხება კლასიკოს, “ბარსას” ეს თამაში უბრალოდ სამი ქულის მოსაპოვებლად სჭირდება, “რეალისთვის” კი ფინალის ტოლფასია. წაგების შემთხვევაში ისინი 11 ქულით ჩამორჩებიან ლიდერს და არამგონია შემდეგ ამ ჰანდიკაპის აღმოფხვრა შეძლონ” – ციტირებს Goal.com.



