კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მოახლოვებულ “ელ კლასიკოს” რომელიც 7 ოქტომბერს “ნოუ კამპზე” გაიმართება.
“რა არის ისეთი, რასაც მე არ მიმიღწევია? ჰეთ-თრიკი “რეალთან” მატჩში? მე ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი თუ ამას შემდეგ მატჩში შევძლებ.
ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ თუ “რეალს” დავამარცხებთ სიტუაციას გავურთულებთ მათ. ჩვენ მხოლოდ მოგება გვსურს და ეს გამარჯვება საბრძოლოს სულის ამაღლებაში დაგვეხმარება.
პიკემ შესაძლოა ითამაშოს “რეალთან”, შანსები 50-50-ზეა, ძალიან ვწუხვართ, რომ პუიოლმა ტრავმა მიიღო, მაგრამ როგორ შეიძლება მოთამაშეს სთხოვო თავი აარიდოს შეჯახებას, კარლესი სულ ბოლომდე იბრძვის, ეს კი მაგალითია მთელი გუნდისთვის” – ციტირებს ჩავის სიტყვებს Goal.com.
