მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აიმარი:”ბარსელონასთან” თამაში ძალიან რთულია”

აიმარი:”ბარსელონასთან” თამაში ძალიან რთულია”

ლისაბონის “ბენფიკას” ნახევარმცველმა, პაბლო აიმარმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ განაცხადა, თუ რამდენად რთულია კატალონიელებთან თამაში, იტყობინება პორტუგალიური პრესა. 

 

ამაზე ანგარიშიც მეტყველებს, მასპინძლებმა ვერ შესძლეს ვიქტორ ვალდესის კარის აღება, ხოლო არტურმა მეტოქისგან ორი ბურთი მიიღო. 

 

“ბარსელონასთან” თამაში ძალიან რთულია. ბურთი მხოლოდ ერთია და ის მუდამ ლურჯ-ბროწეულისფერთა ხელშია, მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ პირველ ტაიმში ჩვენ შეგვეძლო გაგვეტანა, ჩვენ რომ ეს გამოგვსვლოდა, შეგვეძლო უკეთაც გვეთამაშა. საერთო ჯამში კი საქმე ისაა, რომ ასეთ ძლიერ მეტოქესთან თამაში არც ისე ადვილია” – განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში