პრეს-კონფერენციაზე ტიტო ვილანოვამ ჟურალისტებს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ჩემპიონთა ლიგაში ადვილი მატჩი არ არსებობს. მწვრთნელმა ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა იმ სტადიონზე გამარჯვებისთვის, სადაც გუნდს აქამდე მოგება არ ჰქონდა მოპოვებული და აღნიშნა, რომ მე-6 წუთზე ალექსისის გოლმა მატჩზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.
”ისინი საკუთარი კარის დაცვას და გოლის კონტ-შეტევით გატანას ცდილობდნენ. შესვენებისისას ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ბურთი უფრო მეტად გაეკონტროლებინათ, რათა მეტოქე დაღლილიყო”.
”ჩვენ ვუმკლავდებით”
”ბენფიკასთან” მატჩის ყველაზე ცუდი მომენტი კარლეს პუიოლის ტრავმა იყო. ტიტო ვილანოვა ძალიან წუხს კაპიტნის ტრავმის გამო, მაგრამ დარწმუნებულია, რომ გუნდი არსებულ სიტუაციას გაუმკალავდება მიუხედავად იმისა, რომ დაცვის რამდენიმე ფეხბურთელია ტრავმირებული. ”მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თავს არ გვანებებს ცენტრალური მცველების ტრავმები, მაგრამ გუნდი უმკავდება ამ სიტუაციას” – განაცხადა ტიტომ.
მწვრთნელმა აღიარა, რომ პუიოლის ფასი გუნდისთვის უდიდესია. ”საქმე ის არაა, რომ გუნდმა კარლესი კლასიკოს წინ დაკარგა, ის ძალიან დააკლდება გუნდს საერთოდ” – განაცხადა ტიტომ. ვილანოვამ ასევე ახსნა, რომ პიკეს და პუიოლის ტრავმის გამო ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში ისეთ ფეხბურთელებს უწევთ, რომლებიც არ არიან იქ თამაშს მიჩვეული. ”ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვყავს კანტერა, რომელიც დაგვეხმარება”.
სიურპრიზების გარეშე კლასიკოში
კლასიკოზე საუბრის დროს ტიტომ აღნიშნა, რომ მოკლე დროში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ გუნდს ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა. მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ”რეალთან” მატჩისვის გუნდი კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება: ”ვფიქრობ, რომ კლასიკოსთვის კარგ ფორმაში ვიმყოფებით, როცა თამაში მიგვდის, თუმცა სასურველი იქნებოდა, რომ მეტი ფეხბურთელი მყოლოდა მწყობრში. 8 ქულიანი სხვაობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს” – განაცხადა მწვრთნელმა და ბოლოს დაამატა: ”ჩვენ ერთმანეთთან იმდენი შეხვედრა ჩავატარეთ, რომ ზედმეტი ვიდეოჩანაწერების ყურება არ მოგვიწევს, ასეთივე სიტუაციაშია ”რეალი”.


