მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბენფიკა” – ”ბარსელონა”. იცით თუ არა, რომ…

”ბენფიკა” – ”ბარსელონა”. იცით თუ არა, რომ…

 

 – როდესაც ”ბარსა” და ”ბენფიკა” ერთმანეთს უპირისპირდებიან რომელიღაც ყოველთვის ახერხებს იმ სეზონში ტიტულის მოგებას. ტიტულები ასე ნაწილდება: 1961 წელში ”ბენფიკამ”, ხოლო 1992 და 2006 წლებში ”ბარსელონამ” მოიგო.

 

 – აღსანიშნია, რომ 1961 წლის ფინალში ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, სადაც ”ბენფიკამ” იმარჯვა. დასანანია ის, რომ ”ბარსელონამ” შეხვედრაში 4-ჯერ მოარტყა ბურთი ძელს.

 

 – ვიქტორ ვალდესს და ანდრეს ინიესტას 2006 წელს ”და ლუზის” სტადიონზე ნათამაშები აქვთ. ჩავი და მესი ტრავმირებულები იყვნენ, ხოლო პუიოლი დისკვალიფიცირებული.

 

 – ბოლოს ”ბარსელონამ” პორტუგალიაში 2008/09 სეზონში ითამაშა, როცა ”სპორტინგი” 2:5 დაამარცხა.

 

 – ბოლოს პორტუგალიურ კლუბს ”ბარსელონა” 2011 წელს, ევროპის სუპერთასის შეხვედრაში დაუპირისპირდა. ”ბარსამ” 2:0 დაამარცხა ”პორტუ”.

 

 – ბოლო 4 სეზონში გამართულ 24 გასვლით შეხვედრაში ”ბარსელონამ” მოიგო 11, ფრედ დაასრულა 10 და წააგო 3 შეხვედრა.

 

 – ”ბენფიკას” ჩემპიონთა ლიგაზე 200 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მათ 348 გოლის გატანა შეძლეს. ”ბარსას” 234 შეხვედრაში 462 გოლი აქვს გატანილი.

 

 – ”ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე ნაკლები, 4 ჯარიმა აქვს მიღებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში