”ბენფიკას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუშმა კომენტარი გააკეთა ”ბარსელონასთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ.
”მათ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ჰყავთ შეტევების წარმართვის მხრივ, მაგრამ ”სპარტაკთან” და ”სევილიასთან” შეხვედრებში დაუშვეს შეცდომები, რამაც გვაჩვენა, რომ ”ბარსელონა” იდეალური არაა. სხვა მწვრთნელებმა კარგად შეისწავლეს ”ბარსა”, რაზეც ის მეტყველებს, რომ გუნდი ბოლო შეხვედრებში მარცხდებოდა. როდესაც ისინი ბურთს კარგავენ მეტოქე კონტ-შეტევას ანხორციელებს და უმეტეს შემთხვევაში გააქვს გოლი.
ეს კიდევ ერთი უდიდესი ევროპული შეხვედრა იქნება, როგორებიც გასულ სეზონში გვქონდა. განსხვავება მხოლოდ ერთია – ახლა ჩვენ ”ბარსელონა” გვეთამაშება. ჩვენ ქულების აღება გვსურს. როცა ასეთ შეხვედრაში არ დამარცხები ჩემპიონთა ლიგაში ეს უკვე კარგი შედეგია” – განაცხადა ჟორჟე ჟეზუშმა.
