”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა იმედი გამოთქვა, რომ გუნდი გამარჯვებები კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება, ასევე აღნიშნა, რომ პრიმერაში ცვლილებებია საჭირო.
”როგორც წესი ციკლი 3 წელი გრძელდება, შემდეგ კი დაღმასვლა იწყება. ”ბარსელონას” ეს ციკლი უკვე 4 წელია უგრძელდება. წელს სეზონი ასევე კარგად დავიწყეთ, ამგვარად ჩვენ მითის დანგრევას ვეცდებით. ვიმედოვნებთ, რომ გუნდი გამარჯვებებს 5, 6 და მეტი წლის განმავლობაში გააგრძელებს.
ამჟამად ტიტო ვილანოვას კონტრაქტი კლუბთან 2 წლითაა გათვლილი. მე მსურს, რომ ყველაფერი კარგად წავიდეს და ის გუნდის სათავეში მრავალი წლის მანძილზე დარჩეს. რაც შეეხება სატელევიზიო შემოსავლებს, ჩვენ სრულად უნდა გადავხედოთ ამ საკითს 2014/15 სეზონის შემდეგ. ესპანური ფეხბურთი უფრო კონკურენტული უნდა გახდეს. არასწორია, როცა საჩემპიონო ტიტულისთვის მხოლოდ ”ბარსა” და ”რეალი” იბრძვიან. კარგი იქნება, თუკი ლა ლიგის მონაწილეთა რაოდენობა 16-ამდე შემცირდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდების რაოდენობა 64-ამდე გაიზრდება” – განაცხადა სანდრო როსელმა.
