მადრიდის ”რეალის” მცველი, სერხიო რამოსი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ”ბარსელონასთან” გასამართ ელ კლასიკოს.
”იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვენ კლასიკოში დავმარცხდებით ესპანეთის ჩემპიონატის ბედი გადაწყვეტილი არ იქნება” – განაცხადა სერხიო რამოსმა.
”რა თქმა უნდა, 11 ქულიანი ჩამორჩენა ძალიან დიდი იქნება, თუმცა წარსულში გუნდებს უფრო დიდი სხვაობაც აღმოუფხვრიათ. ახლა კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავიტანოთ. ”აიაქსთან” მატჩის შემდეგ ”ბარსელონასთან” ჩასატარებელ შეხვედრაზე ვიფიქრებთ” – დაასრულა რამოსმა.

