ესპანურმა სასამართოლომ ”ბარსელონას” დაავალა 450 ათასი ევროს გადახდა როდოლფო კინოტესთვის, ლეო მესის ყოფილი აგენტისთვის, რომელმაც კატალონიურ კლუბთან პირველი კონტრაქტი 2005 წელს გააფორმა.
”ბარსელონამ” თანხა სასამართლოს გადაწყვეტილებით 7 ოქტომბრამდე უნდა დაფაროს, ამ დღეს კი ”ბარსელონას” და ”რეალის” დაპირისპირება იმართება, გადმოგვცემს ”Radio Marca”.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესის მამამ კინოტესთან შვილის ხელშეკრულება 2007 წელს გაწყვიტა, თუმცა რადგან კლუბმა ფეხბურთელთან პირველად კონტრაქტი მაშინ გაახანგრძლივა, როცა ის მისი აგენტი იყო კინოტეს საკომისიო თანხა ეკუთვნის.