არგენტინა–მექსიკა. მწვრთნელების კომენტარები მატჩის შემდეგ

არგენტინა–მექსიკა. მწვრთნელების კომენტარები მატჩის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ არგენტინასა და მექსიკას შორის (3:1), გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ისაუბრეს თამაშის შესახებ.

“ვიცი, რომ მექსიკის ნაკრების მწვრთნელი არ არის კმაყოფილი პირველი გოლით, რომელიც გაიტანა ტევესმა თამაშგარე მდგომარეობიდან. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ განვიცდით იგივე გრძნობას რასაც იგი, როცა მექსიკელი ფეხბურთელები მესის ფეხებში ურტყამდნენ. როდესაც ლეო იღებდა ბურთს, მოწინააღმდეგენი ცდილობდნენ მისთვის რაიმე დაეზიანებინათ. ეს დიდი სირცხვილია–ისინი ბურთს არც კი აქცევდნენ ყურადღებას; თითქოს მათი დავალება მესის დაზიანება იყო. მე ვიცი რას განიცდის ახლა თითოეული მექსიკელი, მაგრამ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს”. ციტირებს დიეგო არმანდო მარადონას სიტყვებს ESPN.

“მატჩის დაწყებისას უპირატესობა ჩვენ გვქონდა, თუმცა შემდეგ გაგვივიდა გოლი, რომელიც არ უნდა ჩათვლილიყო. ამის შემდეგ რამდენიმე წუთი გავიდა და უკვე ჩვენთვითონვე დავუშვით დაცვაში შეცდომა და ორი ბურთით ჩამოვრჩით უკან. ვფიქრობ, მეორე გოლის გაშვება გამოიწვია პირველის ჩათვლამ. როდესაც მსაჯმა არ დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა და ჩაუთვალა არგენტინელებს გოლი, ამან ჩვენზე უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხი გამოიწვია. წაგების მიუხედავად, მექსიკის ნაკრებს ძალიან დიდი მომავალი აქვს. ჩვენ გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლია თავიანთი გუნდი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში გაიყვანოს”. ციტირებს ხავიერ აგირეს სიტყვებს ESPN.

წყარო: sports.ru 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია