”რომას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო მაცონემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ სად შეიძლება დაინიშნოს მომავალ სეზონში პეპ გვარდიოლა.
”მომავალ სეზონში პეპმა შეიძლება ერთ-ერთი მილანური კლუბი ჩაიბაროს. კონკრეტულად რომელი – ”მილანი” თუ ”ინტერი” მე არ ვიცი. პეპმა დამირეკა და მითხრა, რომ მალე ჩემთან სტუმრად ჩამოვა. მე შევეკითხე, ტურისტის რანგში თუ იტალიური გუნდის მწვრთნელის ამპლუაში? მან მიპასუხა: ერთიც და მეორეც” – მაცონეს სიტყვებს ”Il Subsidiario” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად პეპ გვარდიოლა 1 წლიან შვებულებაში იმყოფება, ის ნიუ-იორკში ისვენებს. თავის დროზე ის ”ბრეშიაში” კარლო მაცონეს შეგირდი იყო.



