”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, სეიდუ კეიტამ პრესასთან კატალონიურ კლუბზე ისაუბრა.
”გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო. აქ გასაკვირი არაფერია, ”ბარსა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ის სამართლიანად დომინირებს. ის, რომ ”რეალს” სტარტზე წარუმატებელი მატჩები ჰქონდა არაფერს ნიშნავს. თუკი გუნდის შარშანდელ და წლევანდელ თამაშს შევადარებთ, მაშინ განსხვავებას ვერ ვნახავათ. გუნდში იგივე ფეხბურთელებია, სისტემა არ შეცვლილა” – განაცხადა კეიტამ.
”გუნდის დატოვება ძალიან რთული იყო, თუმცა კლუბმა და მე ორივე მხარისთვის კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ. კანტერის ზოგიერთ წევრსაც კი არ დაუსრულებია კარიერა ”ბარსელონაში”. 4 წლის განმავლობაში ”ბარსელონას” რიგებში თამაში ჩემთვის დიდი პატივი იყო. ეს რაღაც არარეალური იყო. ახლა ჩინეთში ვთამაშობ და ამით კმაყოფილი ვარ. ”ბარსაზე” თვალის დევნებას კი არ ვაჩერებ, რადგან ეს კლუბია, რომელმაც ყველაფერი მომცა. ზოგჯერ ძალიან გვიან ვიძინებ, რადგან ”ბარსელონას” თამაში არ გამომრჩეს” – დაასრულა კეიტამ.