”ბარსელონას” ფეხბურთელმა, ალექსის სანჩესმა საკუთარი თამაში შეაფასა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვინ იმსახურებს ”ოქროს ბურთს”.
”ამ სეზონის დასაწყისში ჩემს თავს 10 ქულიდან 5-ს დავუწერ. მშვიდად ვიღებ კრიტიკას, ის უფრო მაძლიერებს. მე მოწადინებული ვარ გოლების გასატანად და გუნდის დასახმარებლად. ჯერ გულშემატკივრებს არ უნახავთ, თუ შემიძლია სინამდვილეში. მე მსურდა გვარდიოლასთან მუშაობის გაგრძელება, სამწუხაროა, რომ ის წავიდა. ტიტო ვილანოვა მას ბევრ რამეში ჰგავს.
მე ვფიქრობ, რომ ”ოქროს ბურთს” ლეო მესი იმსახურებს. როგორც წესი ის ყველა შეხვედრაში მონაწილეობას იღებს და იტანს გოლებს. ნეიმარი ძალიან კარგად თამაშობს, ჩემი აზრით ის მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს გააძლიერებს” – განაცხადა სანჩესმა.