”ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა ლა ლიგაში შექმნილ სატურნირო მდგომარეობაზე გააკეთა კომენატარი.
”პირადად ჩემთვის სეზონის სტარტი ძალიან რთული გამოდგა. იმის გარდა, რომ პრე-სეზონის ნაწილი გამოვტოვე დამეწყო კუნთის პრობლემები. ახლა კი ყველაფერი კარგადაა” – ამბობს ალვესი.
”რაც უფრო მეტად ჩამოგვრჩება ”რეალი”, მით უკეთესი. მე ძალიან გაკვირვებული ვარ იმით, რომ ”რეალმა” 5 ტურში 7 ქულა აიღო, თუმცა ეს შეჯიბრია, ამიტომაც ”ბარსელონამ” ამ ვითარებიდან მეტი სარგებელი უნდა მიიღო. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ წინ მივიწევთ კარგი ფეხბურთის თამაშით” – დაასრულა ბრაზილიელმა.
