workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არგენტინა წინ მიიწევს

არგენტინა წინ მიიწევს

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური მატჩი არგენტინასა და მექსიკას შორის. მარადონას შეგირდებმა შესანიშნავი მატჩი აჩვენეს და გაიმარჯვეს კიდეც, ანგარიშით 3:1. “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა, კარლოს ტევესმა შეასრულა დუბლი, ხოლო გონსალო იგუაინმა გაიტანა თავისი მე–4 გოლი წლევანდელ მუნდიალზე. პირველ გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ. მან გაუკეთა შესანიშნავი პასი ტევესს, თუმცა ამ უკანასკნელს მექსიკელთა მეკარემ დაასწრო და ბურთი წინ მოიგერია, სადაც კვლავ მესი იდგა და მან კვლავ გადაწყვიტა გაეგზავნა ბურთი ტევესისკენ, რომელიც ნამდვილად თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც მსაჯმა ვერ შენიშნა და საბოლოოდ ანგარიშიც გაიხსნა. 33–ე წუთზე მექსიკელმა მცველმა, რიკარდო ოსორიომ უხეში შეცდომა დაუშვა, რაც მის გუნდს ძვირად დაუჯდა. ოსორიომ გაუგორა ბურთი გონსალო იგუაინს, რომელიც დარჩა ერთი–ერთზე მეკარესთან. იგუაინმა მოატყუა მექსიკელთა კარის დარაჯი და წყნარად შეაგორა ბურთი ცარიელ კარში. მეორე ტაიმში თანაბარი თამაში იყო. 53–ე წუთზე ტევესმა მიიღო ბურთი, დაამუშავა და დაახლოებით 25 მეტრიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. დარტყმულის სისწრაფე 113 კმ/სთ იყო. როდესაც ანგარიში გახდა 3:0, მექსიკელები გონზე მოვიდნენ. მათ ქონდათ რამდენიმე კარგი შანსი, თუმცა არაფერი არ გამოუვიდათ. 71–ე წუთზე ხავიერ ერნანდესმა ბურთი საჯარიმოში გაიგდო და მახვილი კუთხიდან, უძლიერესი დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში, არგენტინის სასარგებლოდ, 3:1 დაფიქსირდა. მთელი მატჩის მანძილზე, ლიონელ მესი ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა ამაოდ…

ასე და ამგვარად არგენტინის ნაკრები დამსახურებულად გავიდა 1/4 ფინალში, სადაც მისი მეტოქე გერმანია იქნება. შეგახსენებთ, რომ გერმანელებმა 1/8 ფინალში სძლიეს ინგლისის ნაკრებს, ანგარიშით 4:1.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward