მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”გრანადა”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” – ”გრანადა”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

”გრანადასთან” გამარჯვების (2:0) შემდეგ ტიტო ვილანოვამ აღნიშნა, რომ გუნდი ოთხშბათს, მოსკოვის ”სპარტაკთან” გამართულ შეხვედრაზე ფიქრობდა და თამაშში ჩართული არ იყო. მწვრთნელმა აღიარა, რომ გუნდი რისკის ქვეშ იყო შესანიშნავი სვლის შეჩერებასთან, მწვრთნელმა ამ დროს რისკზე წასვლა გადაწყვიტა: ”თუკი ჩვენ დავკარგავდით, მაშინ დავკარგავდით 1 ქულას, მე კი 3 ქულის აღება მსურდა”.

ვილანოვასთვის, რომლისთვისაც ”გრანადასთან” გამართული შეხვედრა რთული იყო მიიჩნევს, რომ მთავარი ”პირველი გოლის გატანა იყო. ჩვენ ძალიან რთული საჩემპიონთა ლიგო შეხვედრა გვქონდა 2 დღის წინ, ეს ადვილი არ იყო” – განაცხადა მწვრთნელმა.

”მე მსურს გამარჯვებების გაგრძელება”

 

”ბარსელონას” შესანიშნავი სტარტი აქვს პრიმერაში, სადაც გუნდმა 15 ქულიდან ყველა აიღო: ”ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 15 ქულიდან ყველა ავიღეთ. მე არ ვგრძნობ ზეწოლას და არ ვგრძნობ ვალდებულებას. ვიცი, თუ რა რთული იყო ამ გუნდის ჩაბარება. მე მსურს გამარჯვებების გაგრძელება. იმის გამო, თუ რა მოვიგეთ წარსულში დამატებით ზეწოლას ვერ ვგრძნობ”.

 

ვილანოვამ ასევე უარყო ლეო მესის და დავიდ ვილიას შორის დაძაბულობა, მას შემდეგ, რაც პირველ ტაიმში ფეხბურთელებმა ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს: ”ეს ფეხბურთის ნაწილია. მე არ გამკვირვებია, როცა ისინი კამათობდნენ. ეს იმის ნიშანია, რომ ფეხბურთელები უფრო მონდომებულები არიან და მათ მოგებების გაგრძელება სურთ”.

სონგი ძირითად შემადგენლობაში

 

ალექს სონგის ძირითად შემადგენლობაში დაყენებაზე მწვრთნელმა განაცხადა: ”ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს მე ვარ და ვაკეთებ იმას, რაც გუნდისთვის უმჯობესი არის ჩემი აზრით. მე უკვე ვთქვი, რომ მას ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს. ადაპტაციისთვის მას სათამაშო დრო სჭირდება, მან მოედანზე რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატაროს”. ბოლოს მწვრთნელმა განაცხადა, რომ სესკის თამაშით კმაყოფილია: ”ერთადერთი, რაც მას აკლია არის გოლი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში