“სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ აღშფოთება გამოხატა არგენტინელი ლიონელ მესის მისამართით. იტყობინება ესპანური წყარო.
ბასკმა სპეციალისტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა გუნდმა “ნოუ კამპზე” 2:3 დათმო “ბარსელონასთან”, მესი კი დუბლის ავტორი გახდა.
“მესი საფეხბურთო სრულყოფილებაა. მისი ნეიტრალიზაცია საკმაოდ რთული დავალებაა. რაც შეეხება “ბარსელონას”, იმისათვის რომ ამ გუნდთან გაიმარჯვო საჭიროა აჩვენო სრულყოფილი თამაში” – განაცხადა ემერიმ.
შეგახსნებთ, რომ ესპანელ სპეციალისტს შედეგი არ გაჰკვირვებია, რადგან მან მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას უმიზნებდა.
