“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩზე “სპარტაკთან” გულშემატკივრის მიერ სკანდირებულ ლოზუნგებზე.
მატჩის მსვლელობისას “ბლაუგრანას” რამდენიმე გულშემატკივარი სკანდირებდა ლოზუნგს, სადაც კატალონიის დამოუკიდებლობა და ესპანეთისგან გამოყოფა იყო ხსენებული.
“გულშემატკივარი ესპანეთისგან გამოყოფას სკანდირებდა? ხალხი თავისუფალია და ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, ამიტომ მივცეთ მათ ამის უფლება” – განაცხადა ვილანოვამ.
აქვე გეტყვით, რომ კატალონიის დამოუკიდებლობაზე ცოტა ხნის წინ გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამაც ისაუბრა.
