ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრის მთავარი არბიტრი კარლოს დელგადო ფერეირო იქნება, იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ მე-7 ტურის შეხვედრა, ”ბარსელონას” და ”რეალს” შორის ”ნოუ კამპზე” გაიმართება. მიმდინარე ჩემპიონატში ფერეირომ იმსაჯა მადრიდის ”რეალის” და ”ვალენსიას” შეხვედრა, რომელიც 1:1 დასრულდა. ლა ლიგის მე-2 ტურში ის ”ოსასუნასა” და ”ბარსელონას” მატჩს მსაჯობდა. შეხვედრის მიმდინარეობისას მოედნიდან მან ტიტო ვილანოვა გააძევა, რომელსაც კომიტეტმა 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.


