მოსკოვის ”სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის წინ საკუთარი გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
”პარეხას ჯერ ოპტიმალური ფორმა არ აღუდგენია და მოედანზე გასასვლელად მზად არ არის. ხურადო კი მოედანზე 90 წუთის გასატარებლად მზად არის. მან გუნდთან ერთად საკმარისი დრო გაატარა. ვნახოთ, გავა თუ არა ის ძირითად შემადგენლობაში. ბოლო წლებში ”ბარსელონას” დამარცხება ყველა კლუბს უჭირდა. ჩვენ მათ თამაშს გასაღებს მოვუძებნით. შევეცდებით არც ისე ძლიერ მხარეებზე ზეწოლა მოვახდინოთ” – განაცხადა უნაი ემერიმ.
”არაფერი გასაკვარი არ არის იმაში, რომ ”ბარსელონამ” სეზონი 4 გამარჯვებით დაიწყო, ”რეალმა” კი პირიქით, ცუდი სტარტი აიღო. მადრიდელებმა სეზონი ცუდად დაიწყეს, თუმცა მათ სიტუაციის გამოსასწორებელი პოტენციალი აქვს” – დაასრულა ემერიმ.
