workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი:”ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია ცხოვრება გაგვირთულოს”

მესი:”ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია ცხოვრება გაგვირთულოს”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ ანდრეს მესიმ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სტარტს. 

“ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ადვილი ჯგუფი არ არსებობს. აქ ნებისმიერი მეტოქე ძლიერია, შეიძლება ჩანდეს რომ ზოგიერთი ჯგუფი ძლიერია მაგრამ ყველაფერი მხოლოდ მოედანზე წყდება. პირველრიგში საჭიროა საკუთარი შესაძლებლობები გამოაჩინო. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია ცხოვრება გაგვირთულოს. ჩვენ წინ ურთულესი მატჩები გველის.” – განაცხადა არგენტინელმა. 

 

შეგახსენებთ რომ 19 სექტემბერს “ბარსელონა” მოსკოვის “სპარტაკს მიიღებს “კამპ ნოუზე”. ჯგუფში კი კატალონიელების მეტოქეები “ბენფიკა” და “სელტიკი” არიან. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward