დღეს ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას დაბადების დღეა. ტიტო 43 წლის გახდა. მისთვის ”ბარსელონური” კარიერა კარგად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ესპანეთის სუპერთასი დათმო ”ბარსა” პრიმერას შეხვედრებში დამაჯერებელ გამარჯვებებს იპოვებს. 4 შეხვედრაში გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ყველა თამაში მოიგო. ბარსამანიას სახელით ახალ მთავარ მწვრთნელს პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ, გაემართლებინოს ჩვენი იმედები და სეზონის ბოლოს ტიტულ(ებ)ით გაეხარებინოს ჩვენი გულები.
სურათები:



