– ”ბარსამ” იმ 3 გუნდიდან, რომლებთანაც შარშან პრიმერაში დამარცხდა 2 (”ოსასუნა” 1:2 და ”ხეტაფე” 1:4) მათგანი უკვე დაამარცხა. ”ბარსას” შეუძლია მესამე 7 ოქტომბერს, ”ნოუ კამპზე” დაამარცხოს.
– ”ბარსა” მუდმივად ხდება პრიმერა დივიზიონი გამარჯვებული, როცა ”ხეტაფეს” სტუმრად ამარცხებს.
– ”კოლისეუმ ალფონსო პერესის” სტადიონზე გუნდის ძირითად შემადგენლობაში 10 ფეხბურთელი აკადემიის აღზრდილი იყო. ერთადერთი გამონაკლისი ადრიანო კორეია იყო.
– ფინალური ანგარიში, 1:4 შექმნილი მომენტებიდან გამომდინარე მატჩის კარგი ამსახავი არ არის. ”ხეტაფეს” 6 საგოლე მომენტი ჰქონდა, ”ბარსელონას” 15.
– ”ბარსას” სრული დომინირება ბურთის ფლობის პროცენტით აისახება (33%-67%). ზუსტი გადაცემების შეფარდება 619-248-ზეა ”ბარსას” სასარგებლოდ.
– მას შემდეგ, რაც ლეო მესი სათადარიგო სკამზე დარჩა გუნდში ვიქტორ ვალდესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრის ყოველი წუთი ნათამაშები აქვს.
– ნათამაშები წუთების რეიტინგში ლეოს გადაასწრო და მეორე ადგილზე გადავიდა ხერარდ პიკე. ცენტრალურ მცველს მოედანზე 492 წუთი აქვს გატარებული, ლეო მესის კი 486.
– კალენდარული წლის გოლების რეიტინგში ლეო მესიმ უკვე საკუთარი რეკორდი დაამყარა. 2012 წელს მას უკვე 61 გოლი აქვს გატანილი. საუკეთესო შედეგი მას 2011 წელს ჰქონდა, როცა 60 გოლი გაიტანა.
– მონტოია და ტიაგო მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩდნენ. ტიაგოსთვის ეს პირველი შეხვედრა იყო ტრავმის მოშუშების შემდეგ.
– ადრიანომ პრიმერაში მე-200 შეხვედრა ჩაატარა. ”ვალენსიასთან” მატჩის მსგავსად გუშინ მან შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა. ”ბარსაში” ჩატარებულ 75 შეხვედრაში მას 6 გოლი აქვს გატანილი.



