”ბარსელონას” პირველი გუნდი, რომელიც დღეს, პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურის შეხვედრაში ”ხეტაფეს” დაუპირისპირდება ესპანეთის დედაქალაქში იმყოფება.
”ბარსელონა” უკვე მადრიდში იმყოფება. გუნდი დღეს პრიმერა დივზიონის გასვლით შეხვედრას ჩაატარებს ”ხეტაფესთან” (22 საათზე თბილისის დროით). გუნდს დედაქალაქში ვიცე-პრეზიდენტი, ჟორდი კარდონერი, დირექტორები, პილარ გუინოვარტი და ხოსეპ რამონ ვიდალ-აბარკა გაყვნენ. გუნდი ”ნოუ კამპზე” 09:45 საათზე შეიკრიბა, საიდანაც ”ელ პრატის” აეროპორტში 10:30 საათზე მივიდნენ. მადრიდის ”ბარახასის” აეროპორტში გუნდის თვითმფრინავი 11:30 საათზე დაეშვა.
მადრიდში ჩაფრენისთანავე ფეხბურთელები სასტუმრო ”Eurostars Madrid Tower”-ში გაემგზავრნენ, სადაც შეხვედრის დაწყებამდე დაისვენებენ. ლა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ”ხეტაფესა” და ”ბარსელონას” შორის ”კოლისეუმ ალფონსო პერესის” სტადიონზე გაიმართება.
სურათები:
