ტიტო ვილანოვას გუნდს წინ ძალიან დაძაბული თვე ელის, რის შემდეგაც ფეხბურთელები კვლავ სანაკრებო შეხვედრებზე გაემგზავრებიან 7 ოქტომბერს. ამ რიცხვამდე ”ბარსა” 6 შეხვედრას ჩაატარებს – 4 ლა ლიგის ეგიდით, 2 კი ჩემპიონთა ლიგის.
რთული მეტოქეები ლა ლიგაში
საშიანო ასპარესზე გუნდს არცერთი იოლი შეხვედრა არ ელის. შორს წასვლა არ გვჭირდება. მე-4 ტურში, 15 სექტემბერს ”ბარსა” ”კოლისეუმ ალფონსო პერესზე” ითამაშებს. გასულ სეზონში ”ბარსა” აქ დამარცხდა, მიმდინარე სეზონში კი 0 ქულით შინ მადრიდის ”რეალი” დაბრუნდა.
ჩემპიონატში მეორე მეტოქე ”გრანადა” იქნება, რომელმაც 3 ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღო, ამიტომაც ”ნოუ კამპზე” სათამაშოდ ის 100 პროცენტიანი ყურადღებით ჩავა. ეს შეხვედრა 22 სექტემბერს გაიმართება.
თუკი ხვალინდელი მატჩი სერიოზულია, მაშინ მე-6 ტურის მატჩი გაცილებით რთული იქნება. 30 სექტემბერს ტიტო ვილანოვა შეგირდებთან ერთად ”რამონ სანჩეს პისხუაზე” გაემგზავრება, რათა ”სევილიას” დაუპირისპირდეს. ამ სტადიონზე თამაში კატალონიელებისთვის ტრადიციულად რთულია.
ბოლო დუელი 7 ოქტომებრს, ”ნოუ კამპზე” პრიმერას მე-7 ტურში გაიმართება. ”ნოუ კამპზე” პრიმერას 2012-13 წლის სეზონში ”ბარსელონა” მადრიდის ”რეალს” უმასპინძლებს. ”რეალი” სანაკრებო პაუზებამდე ბოლო მეტოქე იქნება.
ჩემპიონთა ლიგა
ამ თვის განმავლობაში ”ბარსა” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებსაც გამართავს. პირველ მათგანში ”ნოუ კამპზე” სათამაშოდ მოსკოვის ”სპარტაკი” ჩავა, რომელსაც უნაი ემერი წვრთნის. ეს შეხვედრა 19 სექტემბერს გაიმართება და ტიტო ვილანოვას პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება ჩემპიონთა ლიგაში.
ლიგის მე-2 ტურის შეხვედრა 2 ოქტომბერს, პორტუგალიაში, ”და ლუშის” სტადიონზე ჩატარდება. ეს მატჩი კლასიკომდე 5 დღით ადრე ჩატარდება. ასევე შეგახსნებეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები თბილისის დროით 22:45 საათზე იწყება.


