მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ხეტაფე” – ტრადიციული მეტოქე პაუზის შემდეგ

”ხეტაფე” – ტრადიციული მეტოქე პაუზის შემდეგ

შაბათს ”ბარსელონა” პრიმერას მე-4 ტურის გასვლით შეხვედრას ჩაატარებს ”კოლისეუმ ალფონსო პერესზე” ადგილობრივ ”ხეტაფესთან”. ეს შეხვედრა სეზონის პირველი სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართება. ასეთი დამთხვევა უკვე მესამედ არის მას შემდეგ, რაც ”ხეტაფე” პრიმერა დივიზიონში ასპარეზობს. შედეგი ასეთია: 2 ფრე და ”ბარსელონას” 1 გამარჯვება.

2009-10 სეზონი

ბოლო ასეთი შეხვედრა 3 სეზონის წინ გაიმართა. 2009 წლის სექტემბერში ”ბარსელონამ” გამარჯვება მოიპოვა ”ხეტაფესთან” გასვლით მატჩში. შეხვედრის ბოლო მონაკვეთში ”ბარსელონას” მხრიდან გოლები ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ლეო მესიმ გაიტანეს.

2008-09 სეზონი

2008 წელის 23 ნოემბერს ”ბარსა” შინ მასპინძლობდა ”ხეტაფეს”. ეს პრიმერას მე-12 ტურის შეხვედრა იყო. პირველ ტაიმში მადრიდული გუნდი წინ გაიჭრა მანუ დელ მორალის გოლით, თუმცა 72-ე წუთზე ანგარიში სეიდუ კეიტამ გაათანაბრა. საბოლოო ანგარიში 1:1 დაფიქსირდა.

2006-07 სეზონი

ყველაზე შორეული შეხვედრა 2007 წლის 1 იანვარს გაიმართა. მაშინ შეხვედრა საახალწლო შესვენების შემდეგ ჩატარდა. რაიკაარდის ”ბარსელონამ” 1 ქულის აღება შეძლო ”ხეტაფესთან” (1:1). გუიზას გოლს ჩავიმ უპასუხა, ამგვარად გუნდმა ცივი და დათოვლილი მადრიდიდან 1 ქულა წამოიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში