მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” დეულოფეუსთან გაახანგრძლივებს

“ბარსელონა” დეულოფეუსთან გაახანგრძლივებს

18 წლის ფეხბურთელმა, ჟერარდ დეულოფეუმ შესანიშნავად გამოიჩინა თავი პრე-სეზონის მატჩებში “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში. ამის შემდეგ კი განაგრძო ახალგაზრდულ გუნდში გაბრწყინება. 

 

სწორედ ეს ყველაფერი გახდა იმის მიზეზი, რომ “ბარსელონამ” გადაწყვიტა თავის ერთ-ერთი საუკეთესოდ აღზრდილი ფეხბურთელისთვის კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა. 

 

დეულოფეუს მიმდინარე კონტრაქტი “ბლაუგრანასთან” კიდევ 2 წელს ითვალისწინებს. “ბარსელონას” სურს გაახანგრძლივოს ხელშეკრულება და ასევე გაზარდოს ფეხბურთელის გამოსასყიდი სატრანსფერო თანხა, რომელიც ამჟამად 10 მილიონ ევროს შეადგენს.  

 

Marca-ს ინფორმაციით მოლაპარაკებები შობამდე გაიმართება.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში