პედრომ ახალი სეზონი შესანიშნავი ინდივიდუალური მაჩვენებლებით დაიწყო. ”ბარსას” მე-17 ნომერმა უკვე 4 გოლის გატანა შეძლო. პირველი 2 გოლი მან სეზონის საწყისს შეხვედრებში გაიტანა, ”რეალ სოსიედადთან” (5:1) და მადრიდის ”რეალთან” (3:2). ესპანეთის ნაკრებში მან პარასკევს, საუდის არაბეთთან დუბლი შეასრულა. ამას გარდა ის მოედანზე გამოსარჩევი ფიგურა იყო.
აღიდგინა ფორმა ტრავმების შემდეგ
დიდი პაუზის შემდეგ, როცა ფეხბურთელს ტრავმები ტანჯავდნენ პედრომ გასული სეზონი ისევე დაასრულა, როგორც წლევანდელი დაიყო – გოლების გატანით. 2011/12 წლის სეზონის ბოლო შეხვედრებში მან 2-ჯერ მოახერხა დუბლის შესრულება. პირველი მან ”რაიოსთან” გასვლით მატჩში შეასრულა, როცა გუნდმა 0:7 მოიგო. მეორე დუბლი კი ფეხბურთელმა სამეფო თასის ფინალში, ბილბაოს ”ატლეტიკს” (0:3) გაუტანა. ამან ფეხბურთელს ხელი შეუწყო და ის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
უკეთესი, ვიდრე ოდესმე
ასეთი კარგი სტარტი გვახსენებს 2009 წლის პედროს. ის სეზონი მან მნიშვნელოვანი გოლით გახსნა ესპანეთის სუპერთასზე ბილბაოს ”ატლეტიკთან” (1:2), შემდეგ დამატებით დროში გაიტანა გამარჯვების გოლი დონეცკის ”შახტართან” ევროპის სუპერთასზე. იმ სეზონში პედრომ 23 გოლის გატანა შეძლო.
