მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” კვლავ არ ჩქარობს პუიოლის კონტრაქტის გახანგრძლივებას

“ბარსელონა” კვლავ არ ჩქარობს პუიოლის კონტრაქტის გახანგრძლივებას

კატალონიელთა ხელმძღვანელობამ და კარლესმა იციან, რომ უახლოეს დღეებში მოუწევთ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. მართალია ეს პროცესი გაიწელა, მაგრამ ფაქტია, რომ კარლესი ახალ კონტრაქტს გააფორმებს. 

 

საქმე ისაა, რომ “ბარსელონა” იმაზე ფიქრობს, თუ რა ტიპის კონტრაქტი შესთავაზოს ესპანელ მცველს.  

 

აქამდე ამ საკითხზე მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ პუიოლი მომავალშიც სჭირდებათ. კარლესმაც უკვე ბევრჯერ განუცხადა გულშემატკივარს, რომ სურს განაგრძოს თავისი გამოსვლა “ბარსელონას” რიგებში, იტყობინება  Marca. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში