მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემერი: “ვილანოვა გვარდიოლას კვალს მიყვება”

ემერი: “ვილანოვა გვარდიოლას კვალს მიყვება”

მოსკოვის “სპარტაკის” მწვრთნელმა, უნაი ემერიმ პეპ გვარდიოლას “ბარსელონა” გაიხსენა და დღევანდელ გუნდს შეადარა, იტყობინება ესპანური პრესა.  

 

ესპანელი სპეციალისტის აზრით ტიტო სწორედ პეპ გვარდიოლას ფილოსოფიას იყენებს.  

 

“ცხადია, რომ “ბარსელონას” თამაშის დაკვირვების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია უწყვეტლივ ვისაუბროთ. ტიტოს გუნდი წინა სეზონის “ბარსას” ძალიან ჰგავს, მაგრამ ვილანოვას გუნდსაც აქვს განსაკუთრებული თვისებურებები, მაგალითად ალვეში მიმდინარე სეზონში ფლანგზე თამაშობს. საერთო ჯამში მსგავსება მაინც დიდია, მაგრამ ვილანოვას ტაქტიკაში მცირე ნიუანსებიც მაინც არის”  – განაცხადა ემერიმ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში