კატალონიური კლუბის ახალი მეკარის ძიებაშია. ესპანური პრესის ინფორმაციით კლუბი მუდმივად მეორე კიპერის – ხოსე მანუელ პინტოს შემცვლელს ეძებს.
პინტოს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგს ეწურება. მეკარე ნოემბერში 37 წლის გახდება, ხოლო ”ბარსელონასთვის” ვეტერანი კიპერისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ამგვარად ”ბარსელონა” ეძებს მეკარეს, რომელიც კარგ კონკურენციას გაუწევს ვიქტორ ვალდესს. ”ბლაუგრანაში” გადასვლის მთავარი ფავორიტი ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენია, რომელიც მიუნხენგლადბახის ”ბორუსიას” ღირსებას იცავს.
