არგენტინა – მექსიკა 25 -ჯერ შეხვედრილან ერთმანეთს. სტატისტიკა აშკარად ალბისელესტთა მხარესაა 11 მოგება 10 ფრე 4 წაგება. ბურთები 37-24 ზე. არგენტინის გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩი მექსიკასთან. არგენტინამ 2-1 მოიგო. მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და რომ არა მაქსი როდრიგესის ბრწყინვალე დარტყმა და იღბლიანობა, კაცმა არ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები. უნდა ველოდოთ თუ არა იგივეს წელს? მექსიკას კარგი ნაკრები ყავს , კარგად შეთამაშებული, სწრაფი, მებრძოლი გუნდი, თუმცა სავარაუდოდ მექსიკა 4 მცველით და 2 შეტევების ჩაშლაზე ორიენტირებული ნახევარმცველით ითამაშებს, რაც თავის მხრივ ვერ უზრუნველყოფს ყველა ზონის შევსებას – ეს კი არგენტინას მისცემს ჩვეული ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობას. მეორესმხრივ, არგენტინა განსხვავდება 2006 წლის ჩემპიონატზე მყოფი გუნდისგან – გუნდს ჰყავს ლიდერი – ლიონელ მესის სახით, თუმცა 4-3-1-2 ტაქტიკური სქემის არასწორი გამოყენება (შეტევის ხაზში უფრო მეტი ფეხბურთელის კონცენტრირება ვიდრე დაცვის ხაზში) გარკვეულ პრობლემას შეუქმნის არგენტინას. მიუხედავად ამისა არგენტინას კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავს წლევანდელ ჩემპიონატზე. მექსიკასთან მატჩში უნდა ველოდოთ არგენტინის დიდ უპირატესობას ბურთის ფლობაში (საბერძნეთთან ზუსტად ეს დავალება ჰქონდა ვერონს, რასაც მან თავი ბრწყინვალედ გაართვა და რაც საბოლოო ჯამში ანგარიშშიც აისახა, მიუხედავად საბერძნეთის ნაკრების 6 და შემდეგ 7 მცველის თავგანწირული თამაშისა) რაც საბოლოო ჯამში არგენტინის სასარგებლო ანგარიშში აისახება.
ბოლოს კი არგენტინის ნაკრების შემადგენლობას, სხვადასხვა ვებ გვერდებზე დაყრდნობით, ოტამანდი დაემატება, სხვა მხრივ ცვლილებები არ იქნება. მატჩს უმსაჯებს 43 წლის იტალიელი რობერტო როსეტი.
წყარო: afa.org.ar