“ბარსელონას” ნახევარმცველი ფrანცესკ ფაბრეგასი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ არ ეძლევა ბევრი სათამაშო დრო ამ სეზონში.
“მე “ბარსაში” გადმოვედი, რათა კონკურენცია გავუწიო ფეხბურთელებს, ამავდროულად ვისწავლო და მივიღო ამით სიამოვნება და არა იმისთვის, რომ სეზონი სათადარიგო სკამზე გავატარო” – იტყობინება ESPNsoccernet – ის ოფიციალური ტვიტერი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფაბრეგასს ამ სეზონში არცერთი სრული მატჩი არ ჩაუტარებია.
