“ბარსელონას” და არგენტინის ეროვნული ნაკრების სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ უარი განაცხადა რაიმე კონკრეტული პასუხის გაცემაზე იმ ვითარების შესახებ, რაც “სამეფო კლუბსა” და კრიშტიანუ რონალდოს შორის არის.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მესამე ტურის შემდეგ, სადაც მადრიდის “რეალი” “გრანადას” მასპინძლობდა (3-0), რონალდომ განაცხადა, რომ თავის ამჟამინდელ კლუბში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, რაც მის მიერ გატანილი გოლების არ აღვნიშვნაში გამოხატა.
“ეს მისი პირადი საკითხია და მე ამ სიტუაციაში, არაფერ შუაში ვარ” – მხოლოდ ეს უპასუხა მესიმ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.
