”ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლეო მესიმ უარყო ის ჭორები, რომლის თანახმადაც ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და ტკივილით თამაშობს.
”მე კარგი ფიზიკური ფორმა ავკრიფე და ნამდვილად მწყობრში ვარ. უკან მოვიტოვეთ დატვირთული პრე-სეზონი და პრიმერას საწყისი ტურები. სიმართლეა თუ არა, რომ ტკივილით ვთამაშობ? არა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ხელს არაფერი მიშლის. რაც შეეხება ტაქტიკას, ჩემთვის სასიამოვნოა თავდამსხმელების უკან თამაში, თუმცა ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს, მე მის მითითებებს ვასრულებ” – განაცხადა ლეო მესიმ.
