მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო: “ფალკაოს გამო “ბარსელონამ” თამაშის სტილი უნდა შეცვალოს”

ტიტო: “ფალკაოს გამო “ბარსელონამ” თამაშის სტილი უნდა შეცვალოს”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა აღფრთოვანებულია მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელის, კოლუმბიელი რადამელ ფალკაოს თამაშით, იტყობინება ესპანური პრესა. 

 

შეგახსენებთ, კოლუმბიელმა ფეხბურთელმა საოცარი თამაში აჩვენა ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ სუპერთასზე და მეტოქეს დაუვიწყარი ჰეთ-ტრიკი  შეუსრულა. გუნდს კი 4:1 მოაგებინა. 

 

“ჩვენთვის უკვე ცნობილია ფალკაოს შესაძლებლობები , მას აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება ნამდვილ ბომბარდირს , ზოგიერთმა ევროპულმა გრანდმა იგი ხელიდან გაუშვა , ის არის ფეხბურთელი, რომელიც უნდა გამოვიდეს ძირითად შემადგენლობაში ყოველ მატჩში. ჩვენ  რომ შეგვეძინა ის, მაშინ სათამაშო ფილოსოფიის შეცვლა მოგვიწევდა” – განაცხადა ვილანოვამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში