workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რუი კოშტა: “ბენფიკა” ჯგუფიდან გასვლას აპირებს”

რუი კოშტა: “ბენფიკა” ჯგუფიდან გასვლას აპირებს”

პორტუგალიური “ბენფიკას” სპორტულმა დირექტორმა, რუი კოშტამ განაცხადა, რომ “არწივებს” აქვთ შანსი გავიდნენ ჯგუფიდან, სადაც მათი მეტოქეები “ბარსელონა” , “სპარტაკი” და “სელტიკი” არიან. 

 

“ჩვენ ვიცოდით, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა ადვილი არ იქნებოდა , ლიგა არის ტურნირი, სადაც ევროპის საუკეთესო კლუბები თამაშობენ ,  სადაც მუდამ არის სირთულეები. ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენს ჯგუფში არის ევროპის საუკეთესო კლუბი “ბარსელონა” , ასევე დასაფასებელია “სპარტაკი” და “სელტიკიც”, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩვენ გავალთ პლეი-ოფში ისე, როგორც ჩვენ ეს მოვახერხეთ გასულ წელს , “ბარსელონაც” არ არის დაუმარცხებელი გუნდი”  – განაცხადა რუი კოშტამ “ბენფიკას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward