workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო ვილანოვა : “ჩემპიონთა ლიგაზე ადვილი ჯგუფი არ არსებობს”

ტიტო ვილანოვა : “ჩემპიონთა ლიგაზე ადვილი ჯგუფი არ არსებობს”

კატალონიის ” ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგებზე. ასევე მან ისაუბრა დისკვალიფიკაციაზე, რომელიც მან მიიღო პრიმერას ორ მატჩში. 

 

“არ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ადვილ ჯგუფში მოვხვდით , რადგან ლიგაზე ასეთი ჯგუფები არ არსებობს. მე მახსოვს, ჩვენ ძალიან რთული მატჩები გვქონია “რუბინთან” და “კოპენჰაგენთან”.  

 

დანი ალვეში დღეს შეუზღუდავად ვარჯიშობდა, ასევე ივარჯიშა პუიოლმა, მაგრამ მას ყველა ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, მე უნდა დაველაპარაკო ექიმებს, მანამ სანამ მივიღებ გადაწყვეტილებას მათ გამოყვანაზე “ვალენსიასთან” მატჩში. 

  

რაც შეეხება ჩემს 2 მატჩიან დისკვალიფიკაციას, მე არბიტრს მხოლოდ ის ვუთხარი, რომ მას არ დაუნახავს თამაშის დარღვევა, ეს ყველაფერი კი მას ზრდილობიანად განვუცხადე” – განაცხადა ვილანოვამ. 

 

შეგახსენებთ რომ “ბარსელონასთან” ერთად ჯგუფში მოხვდნენ მოსკოვის “სპარტაკი”, “სელტიკი” და “ბენფიკა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward