მოსკოვის ”სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ერთ ჯგუფში ”ბარსელონა”, ”ბენფიკა”, ”სპარტაკი” და ”სელტიკი” იასპარეზებენ.
”ძლიერი ჯგუფი, ისევე როგორც ყველა, თუმცა ამავდროულად თანაბარი. მაქსიმალურ ძალებს გამოვიყენებთ, რათა 1/8 ფინალში გავიდეთ. ჩვენ ძალიან საინტერესო ჯგუფში მოვხვდით. ყველა მიიღებს სიამოვნებას, ”სპარტაკი” კი არავისთვის ქულების ჩუქებას არ აპირებს. პირველი მატჩი ”ნოუ კამპზე”, ჯგუფის გამოკვეთილ ლიდერთან ყველაზე რთული იქნება. ”ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში ნამდვილი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ მათთვის პრობლემების შექმნას ”ნოუ კამპზეც” შევეცდებით, განსაკუთრებით კი ”ლუჟნიკებზე” ვიბრძოლებთ” – განაცხადა უნაი ემერიმ ”სპარტაკის” ოფიციალურ საიტთან საუბრისას.