მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილანოვა: “ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით”

ვილანოვა: “ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით”

 “ბარსელონას” მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ გუშინდელი კლასიკოს შემდეგ შეაქო თავისი ფეხბურთელები და განაცხადა, რომ ამაყობს მათით.

 “პირველ ტაიმში, “რეალმა” გამოიყენა ჩვენი შეცდომები და გრძელი გადაცემების ხარჯზე გაგვიტანა ორი გოლი. მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან მთელი მეორე ტაიმი გავატარეთ ნაკლებობაში, ჩემებმა კი ისე ითამაშეს, რომ უმეტესობა დროისა მოწინააღმდეგემ თავის ნახევარზე გაატარა. ისინი თითქმის ვერც კი გადმოდიოდნენ ჩვენს ფლანგზე. ამასთან ერთად შევქმენით დაახლოებით 5 საგოლე მომენტი. კარგი იქნებოდა, რომ მოგვეგო ეს თამაში, მაგრამ როგორც მატჩის წინ ვთქვი: ეს დაპირისპირება არანაირად იმოქმედებს სეზონის განვითარებაზე. წინ კიდევ დიდი დროა. კვირას კი გვიწევს “ვალენსიასთან” მატჩი, ამისათვის კი კარგად უნდა ვიყოთ მომზადებულნი.” 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში