ანდალუსიური კლუბი, რომელსაც სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს ”რომას” თავდამსხმელის, ბოიან კრკიჩის არენდით აყვანას შეეცდება.
მიუხედავად ”მალაგას” ხელმძღვანელების განცხადებისა, რომ მათ კლუბს არ სჭირდება კრიკიჩი ყველა ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ”ბარსელონას” განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელი საფეხბურთო კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.
”მალაგა” მიმდინარე ზაფხულს ისეთმა ფეხბურთელებმა დატოვეს, როგორებიც რუდ ვან ნისტელროი, სანტი კასორლა, რონდონი და ენცო მარესკა არიან. ამჟამად გუნდს განაცხადში მხოლოდ ერთი, 16 წლის კამერუნელი თავდამსხმელი ჰყავს. ანდალუსიელები ახლოს არიან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასვლასთანაც, ამიტომაც ბოიანის პრიმერაში დაბრუნება და უდიდესი სათამაშო პრაქტიკის მიღება ფეხბურთელისთვის იდეალური იქნება.