“ბარსელონას” მცველმა ხერარდ პიკემ ისაუბრა მადრიდის “რეალთან” გასამართ მატჩზე და უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.
სეზონის დასაწყისი
უკეთეს დასაწყისს ვერც კი ვინატრებდით. სეზონის სტარტს დიდი ენთუზიაზმით მივუდექი. არამგონია სუპერთასის შედეგმა იმოქმედოს ლალიგაზე. 5 ქულიანი სხვაობა “რეალთან” მაკვირვებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, რადგან წინ უამრავი მატჩია. თუმცა მადრიდში გასამართ კლასიკოზე ყველანაირად შევეცდებით მოგებას.
მოურინიოს სიტყვები
მოურინიომ განაცხადა, რომ ბოლო წლებში “ბარსელონას” დომინირება არ ჰქონია? ჩვენ 19 შესაძლოდან 14 ტიტული მოვიგეთ, ეს უკვე დომინირებაა, შესანიშნავი მიღწევები, თითქმის შეუძლებელია ასეთი წარმატების გამეორება.
მოდრიჩის ტრანსფერი
მოდრიჩი “რეალში” გადავიდა? ის კარგი ფეხბურთელია, შეუძლია ბურთის კონტროლი მოედნის ცენტრში. მთავარია როგორ მოერგება ის ახალ კლუბს და შეძლებს თუ არა ადაპტაციის გავლას მადრიდელებთან. ვნახოთ როგორ ითამაშებს ის ლალიგაში, შემდეგ კი გავაკეთოთ დასკვნები.
