”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააპროტესტოს მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას გაძევება. ტიტო პრიმერას მე-2 ტურის შეხვედრაში, ”ოსასუნასთან” მატჩში გააძევეს. მწვრთნელი არ დაეთანხმა მსაჯის გადაწყვეტლებას, როდესაც სერხიო ბუსკეტს თამაშის წესის დარღვევით წაართვეს ბურთი, მსაჯმა კი თამაში გააგრძელა და მეტოქეს რეალური საგოლე მომენტი შეექმნა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ტიტო ვილანოვამ განაცხადა, რომ მსაჯისთვის არაკორექტული სიტყვებით არ მიუმართავს და გაძევებას არასამართლიანად მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ გვერდითა მსაჯს მხოლოდ ბუსკეტსზე თამაშის წესის დარღვევაზე მიუთითა. მიუხედავად ამისა ეს მსაჯისთვის შეურაწყოფის მიყენებად ითვლება, ამიტომაც ”ბარსელონას” თავკაცს შეიძლება 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ.
